ბლოგები

„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ“… : თურ ჰეიერდალი

მოგზაურები და მეზღვაურები, მეკობრეები და კონკისტადორები –ალბათ ნებისმიერის ბავშობის გატაცება.

პირადად მე ამათ შესახებ წიგნებს, გადაცემებს, ფილმებს – ვყლაპავდი.

მოგვიანებით დისქავერიმ „დამაავადმყოფა“

ვუყურებდი გადაცემებს და შავზე შავი შურით მშურდა .

ეს იყო საოცნებო სამსახური – საზღვრების გარეშე (პირდაპირი მნიშვნელობით

არა – 9–ზე ადექი, 7–ზე დაბრუნდი, 1 საათი შესვენება.

არამედ – იარე, იმოგზაურე, იბორტყიალე, მოყევი ! – თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი ამეებს.

და, ერთხელაც, ერთმა ასეთმა „ვიზუნჩიკმა“ თურ ჰეიერდალი გამაცნო.

ისეთები ილაპარაკა – სასწრაფოდ მოვიძიე წიგნი ( მისი ვერა, მისი მეგობრის, რუსი სენკევიჩის, მაგრამ მასზე!)

უჩვეულო და უცნაური კაცზე,

ადამიანზე, ვინც საზღვრებს არ ცნობდა არასდროს და არაფერში.

ვინც აიკვიატა, უნდა დავამტკიცო, რომ ოკეანე და ზღვა ბარიერი კი არა, ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა ყველაფრისთვის, რასაც ზედაპირზე გაჩერება შეუძლიაო.

ვინც დაიჟინა და ააგო იალქნიანი ტივი და გადაწვიტა სამეცნიერო მოსაზრების საწინააღმდეგოდ დაემტკიცებინა – ტრანსატლანტიკური კონტაქტები უძველეს დროშიც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო და საზღვრები მაშინ უფრო პირობითი იყო ვიდრე დღესააო.

დაამტკიცა კიდეც.

პირველ მცდელობაზე ვერა (ეგვიპტეში აგებული ტივი კონსტრუქციის დეფექტის გამო ჩაიძირა)

მეორე მცდელობაზე – კი!

ადგა და შვიდი თავისნაირი ავანტურისტი და გადარეული შემოიკრიბა.

თან სულ განსხვავებული კანის ფერის, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულების და ნაციის.(აგერ ნახავთ, ასეთ „ კოქტეილს“ თანამშორმლობა და კარგად ყოფნა თუ არ გამოგვივა სულ ციცქნა სივრცეშიო) განვაგრძოთ კითხვა „საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ“… : თურ ჰეიერდალი

Global East Rock Fail (ნაწილი III)

Global East Rock Fail (ნაწილი II)

Global East Rock Fail (ნაწილი I)

მომდევნო დღეს, 19 ივლისს Youtube-ზე გამოჩნდა დიმიტრი ხლივინსკის ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია 17 ივლისის ღამეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, სწორედ ამ ღამით გაემგზავრა საქართველოდან Global Promotion-ის შეფი, რომელიც თავის ინტერვიუში ფესტივალის ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს; ხლივინსკი ამბობს, რომ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მის კომპანიას ბრალი მხოლოდ იმაში მიუძღვის, რომ მათ ვერ ჩამოიტანეს სათანადო აპარატურა ბათუმში, თუმცა თავისივე ბრალეულობას იმ „სამწუხარო ფაქტითვე“ აბათილებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდაც კი არ არსებობს მაღალი ხარისხის მუსიკალური აპარატურა. მეეჭვება ხლივინსკის ეს მოსაზრება მართებული იყოს რადგან არ მგონია ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან – ჩიკ კორეა, ჯო კოკერი, Uriah Heep, ჯონ მაკლაფინი, ტანია მარია, ქეთი მელუა, რეიჩელ ფარელი და სხვები, რომელთაც საქართველოში კონცერტები აქვთ გამართული, უვარგისი აპარატურა დახვედროდათ სცენაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაერთ ტელევიზიას გაუშუქებია მათი ქართული მუს-ვოიაჟით კმაყოფილი და ბედნიერი სახეები. მორიგ მიზეზად ხლივინსკი ბათუმის მერიას ასახელებს, რომელმაც ნება არ დართო ორგანიზაციას მეორე დღეს ფესტივალი ჩაეტარებინა. ამაში გასაკვირი არაფერია და ხლივინსკის ეს მოსაზრებაც უსახურია, რადგან მსგავსი ტიპის ფესტივალები ქალაქის ცენტრში არცერთ ქვეყანაში არ იმართება; ასეთი ღონისძიებები ან დახურულ სივრცეში, ანდაც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მყურდო ადგილზე ტარდება – ასე რომ, ამ კუთხით, მერია არაფერ შუაშია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხლივინსკიმ რამდენიმე წუთი უაზროდ იმართლა თავი და ახალი და საინტერესო არაფერი გვითხრა, თუმცა ნიჭმა თავისი გაიტანა და ჩვენი გაოცება მაინც შეძლო: მისი თქმით, თურმე ქართულ მხარეს, კერძოდ კი ერიკ ხეჩუმოვს გრამი ბრალი არ მიუძღვის ამ საქმეში, ის მხოლოდ უკრაინული მხარისგან მიღებულ მითითებებს ასრულებდა და იმის მაგივრად, რომ მას პასუხი მოვთხოვო, პირიქით – ის დიდების დერეფანში უნდა გავატაროთ და ტაში დავუკრათ, რადგან რომ არა ის, ჩვენი ქვეყანა ვერ ეღირსებოდა Dark Tranquillity-სა და Sabaton-ს. საოცარია, ნუთუ თვითონ მაინც სჯერა ხლივინსკის თავისი სიტყვების?! – რატომ არ უნდა მოვთხობოთ პასუხი ერიკ ხეჩუმოვს, როდესაც ის თვეების განმავლობაში ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ქართველთა მთავარი ინფორმატორი იყო და იმის მაგივრად, რომ შექმნილი სიტუაცია რეალურად გადმოეცა, ჩამონათვალი ბენდების ვიდეოებს Facebook-ზე, ფესტივალის გვერდის კედელზე „აშეარებდა“. გასაკვირია, სადამდე შეიძლება გაწვდეს ნაგლობის (!) ასეთი საზღვარი, როდესაც ორგანიზატორებს ჰყოფნით ნამუსი მორიგი ტყუილი „გვაჭამონ“ ისე, რომ ერთი ბოდიშიც კი არ მოიხადონ ქართველი მსმენელის წინაშე. ქართველმა მსმენელმა კი ხეჩუმოვი უნდა დააფასოს, ხელში ატაცებული მოატაროს ქვეყანა და დაფნის გვირგვინით შეამკოს. – რატომ ? – იმიტომ, რომ მან ამ ორი ბენდის ჩამოყვანით ქართულ როკ-კულტურას დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა!

მაგრამ ვაი რომ ნაბიჯი უკან გადაიდგა და არა წინ, ქართველ Sabaton-ისა თუ Dark Tranquillity-ს ფანებს ერჩივნათ საერთოდ არ ენახათ ეს ბენდები, ვიდრე ასეთ სიტუაციაში ეხილათ, რადგან ამ შვედ მუსიკოსებთან ერთად ჩვენი ქვეყნიდან გაემგზავრა ცუდი მუს-რეპუტაცია და მასშტაბური როკ-ფესტივალის ჩატარების იმედი!

რა თქმა უნდა, კონკრეტულად ხეჩუმოვს ან ხლივინკის არავინ უჩივის, აქ საუბარია იმ მთლიან შემადგენლობაზე, რომლებიც ორგანიზატორობდნენ ფესტივალს. მათ ბრალეულობაზე სალაპარაკოდ ისიც კი კმარა, რომ ჯერ კიდევ ფესტივალის დროს იყო შეუძლებელი მათთან კავშირის დამყარება; – თუ მართლები იყვნენ, შეეძლოთ მარტივად დაემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე. გარდა ამისა, იმის ნაცვლად, რომ ფესტივალის მეორე დღეს თავად მოსულიყვნენ ერას მოედანზე და ხალხისათვის ჩაშლის მიზეზები ეთქვათ, მათ Facebook-ზე მობილურით დაპოსტეს ერთადერთი წინადადება და ამით მოიშორეს ყველანაირი ვალდებულება. განვაგრძოთ კითხვა Global East Rock Fail (ნაწილი III)

იურისტი, დეკანი, ლინგვისტი

2012 წლის მარტი განსაკუთრებულად დატვირთული გამოდგა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანისათვის. ამ თვეში ბატონი ირაკლი ბურდული სამართლით არ შემოიფარგლა და გადაწყვიტა თავისი სიტყვა ეთქვა ლიგვისტიკის სფეროშიც. დიახ, ის მართლაც აღორძინების ხანის ადამიანის ენერგიით შეუდგა თავისთვის ახალ სფეროში კანონების შექმნას (ჩვეულება, მოგეხსენებათ, რჯულზე უმტკიცესია). პირველი მცდელობა ენის შესახებ ახალი მოძღვრების ჩამოყალიბებისა პატივცემულ ბატონს 13 მარტს ჰქონდა. N3  ბრძანებით, ფაკულტეტზე შესრულებულ ნებისმიერ ნაშრომში ციტირებული რუსულენოვანი ლიტერატურის წილი მაქსიმუმ 1/5 უნდა ყოფილიყო.

რუსული ენის დისკრიმინირება, პოეტის სიტყვები რომ გადავასხვაფეროთ, იცოცხლე, სახარბიელო რამ არის. თუმცა, ეტყობა ინტერნეტსივრცეში ატეხილმა აურზაურმა და მრავალთა სამართლიანმა აღშფოთებამ შედეგი გამოიღო. სამი დღე დუღდა დეკანის გონება  და 16 მარტს ბატონმა ირაკლიმ ახალი, N4 ბრძანება გამოსცა. თუ წინა დოკუმენტში დისკრიმინირებული მხოლოდ რუსული იყო, ახლა არაქოშერულ ენათა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, ამიერიდან ნაშრომებში ციტირებული ლიტერატურის 4/5 რომელიმე დასავლეთევროპულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული, გარდა თემის სპეციფიკიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევებისა.

მართალი გითხრათ, იმისა, რის დაწერასაც ახლა ვაპირებ, გულწრფელად მრცხვენია, რადგან მგონია, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანს, პროფესორს, ლექტორს, რომელმაც საკორპორაციო სამართლის კურსი ორი წლის წინ ბრწყინვალედ წამიკითხა ესოდენ მარტივი, ელემენტარული საკითხები თავად უნდა ესმოდეს. მიუხედავად ამისა, თავს ვალდებულად ვთვლი ამ აბსურდულ ბრძანებას გამოვეხმაურო, რამეთუ, ჩემი აზრით, ენებს შორის ზღვარის გავლება, დაშვებული თუ აკრძალული ენების სიათა შექმნა, მიუღებელია და თანაც სასაცილო. მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს:

1 (და მთავარი).  მეცნიერებაში მოსაზრების სისწორე (ან უბრალოდ ინტერესი ამ მოსაზრების მიმართ) მის დასასაბუთებლად მოყვანილი არგუმენტების სიმტკიცით, გამართულობით განისაზღვრება და არა იმით, თუ რომელ ენაზეა შექმნილი მათი ჩამოყალიბებისას ციტირებული ლიტერატურა. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ამდენად, თუ ბატონი ბურდული კონკრეტულ ნაშრომში, კონკრეტულ მოსაზრებას, ან მიდგომას არ დაეთანხმება, შეუძლია შეეკამათოს ავტორს, ან გააკრიტიკოს ტექსტი, მაგრამ ამ დავაში მხოლოდ არსებითი არგუმენტები გამოდგება.

2. მეცნიერს აქვს უფლება ჰქონდეს სხვებისაგან განსხვავებული, ორიგინალური აზრი. მას შეუძლია ეთანხმებოდეს მოსაზრებას, რომელსაც იაპონელი, ჩინელი, ებრაელი, არაბი, ირანელი, ინდოელი, რუსი, უკრაინელი, ბელორუსი (…) მკვლევარნი აყალიბებენ. შესაბამისად, უბრალოდ არ სჭირდება 4/5 ციტირებული ლიტერატურისა იყოს დასავლეთ ევროპის რომელიმე ენაზე. განვაგრძოთ კითხვა იურისტი, დეკანი, ლინგვისტი

რატომ არ წავედი დღეს თსუ-სთან გამართულ აქციაზე

1. დამეზარა.

2. მასზე უკვე ვიყავი. დაახლოებით ერთი წლის წინ.  ის აქციაც მეორე კორპუსის წინ გაიმართა. მაშინაც სტუდენტები ცემეს. მაშინაც თვითმმართველობის გაკრიტიკებისთვის. ძმები ახლოურები მაშინაც ყურადღების ცენტრში იყვნენ. მეორე მხარესაც იგივე ადამიანები იდგნენ. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ახლა. მხოლოდ ერთი, საკვირველი და ფრიად სასიხარულო განსხვავება შევნიშნე : როგორც ჩანს სტუდენტებმა მაინც მოახერხეს „ტაბულას“ ყურადღების მიპყრობა. წინა ინციდენტის პასუხად ჟურნალმა მხოლოდ თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ლაზერლენდში გამართული შეჯიბრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, მისმა რედაქტორმა კი მომხდარს „კომიკური შეხლა-შემოხლა“ უწოდა.

3. იმ აქციაზე შოთა გაგარინმა დაწერა, ბევრს არაფერს ნიშნავსო. სტუდენტები  გაერთნენ, „პროტესტ-ფართი“ მოაწყვეს და ამას შედეგად შეიძლება სულაც არაფერი მოჰყვესო. მაშინ ვიფიქრე, უბრალოდ ატრაკებს-მეთქი. მგონი, არ შევმცდარვარ, მაგრამ ისიც მართალი აღმოჩნდა. მართლა გავერთეთ : ერთი მეორეზე მაგარი პლაკატები ვაფრიალეთ, მეგაფონში ვიღრიალეთ, თვითმმართველობას უნდობლობა გამოვუცხადეთ, დაჩი გუბაძეს კი სულ მშიშარა და მატყუარა ვეძახეთ თავისსავე კაბინეტში (ვერ დავმალავ, ძალიან სასიამოვნო იყო). მერე ვიღაც „კავკასიაში“ მიიწვიეს, ვიღაც ინტერნეტ-ტელევიზიებში, ვიღაც აქციაზე გადაღებულ ფოტოებში გამოვიდა კარგად, ვიღაცაც  – ვიდეოებში და სულ ეგ იყო, კმაყოფილები დავიშალეთ.

4.  ნაწილი ცოტახანში ხელახლა შეიკრიბა და ალტერნატიული სტუდენტური მოძრაობა, „ლაბორატორია 1918“ დააფუძნა. ეს ორგანიზაცია ახლაც მართავს შეხვედრებს, ხან – აქ, ხან -იქ, წევრებს იკრებს, რეგლამენტს იდგენს და ანახლებს,  საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს და მაინც ჯერაც იქ არის, საიდანაც დაიწყო : რაღაცებს აპროტესტებს ხოლმე. განვაგრძოთ კითხვა რატომ არ წავედი დღეს თსუ-სთან გამართულ აქციაზე

ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები და არც ჯალათები (თარგმანი)

თარგმანი – სოსო ჭაუჭიძე

 

დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ჩვენ გადაგვიარა იმავე ისტორიული ლოგიკის ქარიშხალმა, რომლის თითოეული დეტალი ჩვენ მიერაა გამოჩარხული. ეს გამოძახილი არ არის წმინდა ემოციური ან ირაციონალური, რომელიც ლოგიკის ქსოვილს ცდება, პირიქით, – მისი მიზეზი ნიადაგშივე რაციონალურია.
არ მინდა დავტოვო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომავლის რომელიმე უტოპიურ მოდელში ადამიანი იარსებებდა სიყვარულისა და გულისწყრომის გარეშე. კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის სტატიკური თვლემისაგან გათავისუფლებას – მოძრაობაში მოყვანას, ძლიერი მამოძრავებელი ძალა სჭირდება და ისიც, რომ ძნელია ისეთ ცნობიერებას მისცე ბიძგი ჩაებას ბრძოლაში, რომლის მიზნებიც ყველაზე მოკრძალებულია. ხოლო ბრძოლაში იმედი რეალობის რაციონალურ ბაზისს პირისპირ ეჯახება. თუმცა, გარედან მიცემული ბიძგის არარსებობა მთავარი პრობლემა არ არის, პირიქით – ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – პრობლემა ისაა რამდენად შეუძლია ობიექტურ რეალობაში აკუმულირებულ მუხტს ინდივიდის ცნობიერების რაციონალური შრე მოიცვას – თითოეულს ნათლად ესმოდეს რას და რისთვის აკეთებს.

მამოძრავებელი ძალა ის ძალაა, რომელიც ათავისუფლებს მომავალს, ამავე დროს კი მსხვერპლსა და ენთუზიაზმს მოითხოვს, მთლიანად ფარავს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ემოციურ რეფლექსიებს. საჭიროა არჩევანი: გავაღატაკოთ კაცობრიობა ჩვენი ვიწრო ინტერესების სისრულეში მოყვანის სანაცვლოდ, სფინქსის სიმშვიდით ვუყუროთ ძმათა ომებში დაღვრილი სისხლით გასვრილ მსოფლიოს, – თუ წინ აღვუდგეთ სისხლისღვრას, თითოეულ ჩვენგანში დავძლიოთ უიმედობა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, იმისათვის, რომ  მომავალ თაობას გადარჩენისა და პროგრესის შანსი ვაჩუქოთ?

ჩვენ გვაიძულებენ მოგვწონდეს ესა თუ ის ერი, ესა თუ ის ხალხი.ზოგიერთი ჩვენგანი კი ამ იძულებითი არჩევნის კატეგორიული წინააღმდეგია. მათ,ვისაც ნამდვილად უყვარს რუსი ხალხი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ერმა დაგვიტოვა სამყარო, რომელზეც ტოლსტოი და გორკი საუბრობენ, არ სურთ რუსეთში ძალადობრივი პოლიტიკის გაბატონება. იმავეს ვიტყვი ამერიკელ ხალხზე და უბედური ევროპის თუმცაღა, თანამედროვეობის ქარცეცხლში გახვეულები, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებასაც ვივიწყებთ.
განვაგრძოთ კითხვა ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები და არც ჯალათები (თარგმანი)

Global East Rock Fail (ნაწილი II)

პირველი ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

 

ლოდინში გავლილი სამთვენახევარიც მიილია და ბათუმისკენ დავიძარით. აფიშა უკვე ყველას ნანახი გვქონდა. ყველა ჯგუფი, ფესტივალის განრიგი და ბენდებისთვის განსაზღვრული დრო უკვე გარკვეული იყო ( იხილეთ ოფიციალური განრიგი ), თუმცა, როგორც ჩანს, ფორტუნა მაინც არ შეტრიალდა ბათუმისკენ; 17-ში დილით ფესტივალის გახსნა უნდა ყოფილიყო, ამიტომაც დილით, 8 საათზე დავიწყეთ გამზადება – ავკრიფეთ კარვები, მოვიმარაგეთ ორი დღის საჭმელი და ტაქსს ანგისას სტადიონისკენ ავაღებინეთ გეზი. ადგილზე მისულებს თვალში არაფერი მოგვხვდა ისეთი, რაც კონცერტს სჭირდებოდა; იყო ბევრი ბაიკერი და ერთი დაცვის თანამშრომელი, რომელმაც იცოდა, რომ „აქ რაღაც კონცერტი რომ უნდა ჩატარებულიყო“ – სხვაგან გადაიტანეს. სტადიონზე ერთი კაციც კი ვერ ვნახეთ ისეთი, ვინც იცოდა თუ სად უნდა ჩატარებულიყო კონცერტი. საბოლოოდ ყველაფერი ახლობლებთან გადარეკვით გაირკვა – კონცერტი ქალაქის ცენტრში, ერას მოედანზე იყო გადატანილი.

ერას მოედანზე ორი საათისთვის მივედით, როცა ცხრილის მიხედვით პირველი ჯგუფი მაინც უნდა მდგარიყო სცენაზე, თუმცა გარშემო მხოლოდ გაბრაზებული მეტალისტები და გაკვირვებული მუშები იყვნენ, რომელთაც ათიოდე წუთის წინ დაეწყოთ იმ სცენის აწყობა, უკვე დიდი ხნის წინ რომ უნდა მდგარიყო სტადიონ „ანგისაზე“. ჯერ კიდევ 3 მაისს, როდესაც ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი ამ ფესტივალის შესახებ, ორგანიზატორები იუწყებოდნენ, რომ სულ მალე დაიწყებოდა კონცერტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. შეკრებილ პუბლიკასთან საუბარშივე გაირკვა ერთი საოცარი და სამარცხვინო ფაქტიც – თურმე ორი დღით ადრე, რუსებმა საზღვარზე შეაჩერეს მუსიკალური აპარატურა, რომელიც უკრაინიდან საქართველოში მოდიოდა. თავისთავად მებადება შეკითხვა: – როდესაც აწყობ ორდღიან ფესტივალს, რომელსაც აპიარებ უკვე სამ თვეზე მეტია და მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ ისეთი მაღალი დონის შემსრულებლებმა, როგორებიც არიან კენ ჰენსლი, Dark Tranquillity და სხვა, რატომ უნდა წყდებოდეს აპარატურის საკითხი კონცერტამდე, მხოლოდ და მხოლოდ, ორი დღით ადრე ? (-პასუხი ჯერ არავის გაუცია.)

-ალტერნატივა კი გენიალური მოინახა! ლეგენდებს რომ თავი გავანებოთ, ბენდ LOCK UP-ის მუსიკა უმაღლესი დონის აპარატურას მოითხოვს, რათა სათანადო ჟღერადობა შედგეს, ორგანიზატორემა კი ის მრავალნაცადი და ათასჭირნახული ელექტროტექნიკა შემოაგორეს სცენაზე, რომელიც წლების განმავლობაში ლელა წურწუმიას, აჩი მეფარიძის, სტეფანე მღერიშვილისა თუ სხვა ქართველი „ვარსკვლავების“  პლიუს-მინუს ფონოგრამულ სამსახურში იდგა. გარემო კი იმდენად სამარცხვინო იყო, ასე გვეგონა მოედანზე ცინიკურად მდგარი კოლხი მედეას ქანდაკებაც ტროლფეისივით იცინოდა.

ამ დროს კი Sabaton შემოვიდა ერას მოედანზე და ქართველი მსმენელიც მაშინვე მივარდა სურათების გადასაღებად თუ ავტოგრაფის ჩამოსართმევად. ბენდის ლიდერი იოაკიმიც, ფანებთან საუბრით იქცევდა თავს, როდესაც ერთ-ერთ მომენტში გაკვირვებულმა იკითხა „What the fuck they’re doin’ man?” – ვინც ამ მოედანზე ხართ ნამყოფები და იცით თუ როგორი ტერიტორიაა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ თუ შეიძლება მისი შემოსაზღვრა, თუმცა ორგანიზატორებმა აქაც იყოჩაღეს და კონცერტის საბოლოო დაწყებამდე ერთი საათით ადრე, მიმდებარე ტერიტორიაზე ლურჯი ბრეზენტი ქვითკირის გალავანივით შემოარტყეს და შიგნით „გუშაგები“ დააყენეს. უკვე საღამოს 8 საათი იყო. ხალხს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა იმის გრძნობა, რომ ეს ფაქტი ორგანიზატორებს მარტივად არ შერჩებოდათ, თუმცა სცენაზე უკვე Sabaton იდგა და ამაზე ფიქრი მეორეხარისხოვანი გახდა. სანამ უშუალოდ კონცერტს აღვწერ იმას გეტყვით, რომ გაუმართავმა სცენამ ორჯერ გამოიწვია კონცერტის შეჩერება, რადგან ბენდების ბანერის დაკიდების დროს, სცენის ერთ-ერთი მექანიზმი დაზიანდა და მხოლოდ მას მერე გაიმართა, როცა „რაზვალნოი კლუჩებმა“ ორგანიზატორებზე უკეთ შეასრულეს თავიანთი საქმე.

ამ დროს კი ერიკ ხეჩუმოვი საზოგადოებრივ მაუწყებელთან წერდა ინტერვიუს სადაც აცხადებდა, რომ ბათუმი დღითიდღე ვითარდება და განიცდის პროგრესს, რისი ერთ-ერთი გამოძახილიცაა ეს წარმატებული ფესტივალი „და რომ მტრის ჯინაზე ჩატარებული ეს ფესტივალი ჩვენი გამარჯვებაა და პირდაპირ მიბმულია ეკონომიკაზე“ (-უკაცრავად, რეპლიკა ამერია და  სიტყვა გამიგრძელდა!)

ბრეზენტით შემოფარგლულ ტერიტორიას რაც შეეხება, მონდომებული, მაგრამ უბილეთო მსმენელისთვის, შეპარვა პრობლემას არ წარმოადგენდა (ამის ერთ-ერთი დასტურია ეს ფოტო ) და მიუხედავად იმისა, რომ „გუშაგები“ გულმოდგინედ ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, რამდენიმე ასეთმა გარეთ მდგომმა შიგნით შემოღწევა მაინც მოახერხა; პირადად მე, შეღწევის ორი  ასეთი ხერხი მაშინვე აღმოვაჩინე და უბილეთო მეგობრებს დავეხმარე; ხერხი #1:მობილურით ეუბნები, რომ მედეას ძეგლის გასწვრივ (პირობითად) არავინ დგას და ისიც ბრეზენტის ქვევიდან შემოიპარება. ხერხი #2 ბილეთზე „კონტროლის“ მოხევისთანავე ორი სანდომიანი უკრაინელი გოგოდან რომელიმე, ხელზე მწვანე სამაჯურს გიკეთებდა, რომელიც ქაღალდზე ოდნავ გამძლე იყო. „საბატონის“ გამოსვლის შემდეგ, ის სამაჯური მოვიხსენი, ჯიბეში ჩავიდე და ქერათმიან კონტროლიორს ვუთხარი, რომ სლემის დროს (სლემი კი საშინლად არ მიყვარს!) გამეხა და დამეკარგა ასე რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა ახალი სამაჯური, რასგან ხვალაც მომეხერხებინა შემოსვლა… ახლა უკვე ორი სამაჯური მქონდა, რომელთაგანაც ერთი ბრეზენტის მიღმა მდგომ მეგობარს შევუცურე და ასე დავასწარი Dark Tranquillity-ს გამოსვლას. (მოგვიანებით გარეთ გასულ ხალხს უკან აღარ უშვებნდნენ, რამდენი ბილეთიც და სამაჯურიც გინდა გქონოდა. ასე რომ, მეორე ხერხმა მალევე დაკარგა ძალა – თუმცა არა ორიგინალურობა.) მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონცერტის დაწყების შემდეგ, შემოპარვითაც დიდად არავინ იკლავდა თავს, რადგან ბრეზენტის გარეთაც იგივენაირად ისმოდა ხმა და საკმარისი იყო ამაღლებულ ადგილზე დამდგარიყავი და სცენას იქიდანაც კარგად დაინახავდი (მოგვიანებით, დაინახა თუ არა ეს ერიკ ბრძენმა, გასცა განკარგულება, რომ მეორე ბრეზენტი გაეკრათ უფრო ზევით, რათა გარედან ხალხს არ შესძლებოდა სცენის დანახვა).

რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, პირველი რაც გამოსვლისთანავე აღნიშნა სკორპიონსთან, ჯუდას პრისტთან, ექსეფთთან ერთად იმ წელს ევროპამოვლილმა ბენდმა „არ გვახსოვს ასეთი მცირერიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ოდესმე დაგვეკრას“-ო (სწორედ მაშინ გაგვიელვა გონებაში ფრაზამ ციკლიდან „ზოგი ჭირი მარგებელია“: – კიდევ კარგი კონცერტი „ანგისაზე“ არ ჩატარდა, თორემ საერთოდ თავი მოგვეჭრებოდა). პირველივე სიმღერაზე შეეტყოთ, რომ თავადაც მიხვდნენ თუ რა ნაგავი აპარატურა დაახვედრეს, ამიტომაც საათნახევრიანი შოუს ნაცვლად – ოთხი სიმღერა გვისახსოვრეს, მედიატორები გადმოგვიყარეს და წავიდნენ. მედიატორთა დიდი ნაწილი კი ღიპიანმა დაცვის წევრებმა ჩაილაგეს ჯიბეებში, რომელთაც ისიც კი არ იცოდნენ, თუ რომელი ბენდი იდგა სცენაზე. განვაგრძოთ კითხვა Global East Rock Fail (ნაწილი II)

ციფრული თერაპევტი – ანიტრა ეგლერი

დღის განმავლობაში მაქსიმუმ 50 წერილი მიგროვდება ელექტრონულ ფოსტაზე, ამათგან რამდენიმე სპამია, რამდენიმე გამოწერილი ნიუსლეთერი, დანარჩენი წერილებია, ზოგი საქმიანი, ზოგი პირადი. კომპიუტერთან ყოფნისას ყოველთვის გახსნილი მაქვს აუთლუქიც და ჯიმეილიც. ასე უფრო მოხერხებულია. ეგრევე ვიგებ, როცა წერილი მოდის.

ამას ემატება ტელეფონზე მაქსიმუმ 10 სატელეფონო ზარი და სოციალურ ქსელებში დატოვებული შეტყობინებები.

კაცმა რომ თქვას, დიდი არაფერი.მე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი იმ ადამიანების გვერდზე რომ აღმოვჩნდე, რომლებზეც უკვე წიგნებს წერენ და ექსპერიმენტებს ატარებენ, როგორც იმეილის მსხვერპლების.

„მეილები ადამიანს გონებასუსტს, ავადმყოფს და საწყალს ხდის“.  – ეს ჩემი არა, ანიტრას აზრია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი, თავისი ტრილოგიის მესამე ნაწილი გამოუშვა, რომლის სათაურიც სწორედ ასე ჟღერს.

ანიტრა ავსტრიელია, ვენაში ცხოვრობს და ძირითადად შემდეგ 2 კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა:

  1. ნამდვილად ჭირდება მის სახელს  „რ“ თუ მასაც ისევე როგორც სხვა უამრავ გოგონას, ანიტა ქვია;
  2. რას საქმიანობს.

ანიტრა პასუხობს, რომ მას სხვა გოგონებისგან განსხვავებით ანიტრა ქვია და ის ციფრული თერაპევტია.

ანიტრა ფიქრობს, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს და რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, გახსნილი სივრცე ჩვენ დაუჯერებლად ბევრი რამის შესაძლებლობას გვაძლევს, იმდენადვე ბევრი უკუჩვენებაც აქვს. ამიტომ, ადამიანთა უმეტესობას აუცილებლად ჭირდება ციფრული თერაპევტის დროული და კვალიფიციური დახმარება. ასე გადაიქცა  ჩვეულებრივი ჟურნალისტი ციფრულ თერაპევტად, ანუ ადამიანად,  რომლის დახმარებაც უამრავ ინტერნეტით დაავადებულ ადამიანს ჭირდება. განვაგრძოთ კითხვა ციფრული თერაპევტი – ანიტრა ეგლერი

ჩრდილოეთის არჩევანი: კვლავ იმავე გზით, პუ”წ”ინთან ერთად

4 მარტს ტერიტორიულად ყველაზე დიდმა, დაახლოებით 120 მილიონიანმა რუსთის ფედერაციამ ფორმალურად ახალი, მაგრამ წარსულში უკვე არაერთხელ ნაცადი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აირჩია, მან 45 მილიონზე მეტი მხარდამჭერის ბიულეტინი დააგროვა. კენჭისყრის დღეს წინ უძღვოდა ხანგრძლივი, საპარლამენტო არჩევნებზე გადაბმული მრავალფეროვანი კამპანია, რომელშიც რამდენიმე “მუდმივი” და ზოგიერთი ახალი კანდიდატიც იღებდა მონაწილეობას. დღემდე არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები არ აქვს გამოტოვებული რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ატამანს, ბელად ვლადიმერ ჟირინოვსკის, რომელმაც ამომრჩეველთა გულის მოსაგებად პოლიტიკურ კლიპში რუსეთის მაჩანჩალობის სიმბოლო, სახედარი გაამათრახა. ორიგინალურ ნაბიჯსა და გარჯას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, ЛДПР–მა საკუთარი საპარლამენტო რეზულტატი 6%–ით გააუარესა. ბოლო ხუთ საპრეზიდენტო არჩევნებში უცვლელად, მყარ მეორე ადგილს იკავებს უკვე დაბერებული, 68 წლის ვეტერანი ბოლშევიკი, სსრკ–ს აღდგენაზე ორიენტირებული კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გენადი ზიუგანოვი. ბედი არ სწყალობს არც “სამართლიან რუსეთსა” და მის კანდიდატს, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რუსეთის ზედა საპარლამენტო პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ამჯერად ქვედა პალატაში გადმობარგებულ სერგეი მირონოვს. მას და მის გუნდს, 2011 წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლებმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, შედეგად მან მხოლოდ ხმათა 4%–მდე მოიპოვა და პოლიტიკურ გარბენში ბოლო ადგილზე გავიდა. თავისუფლად შეგვიძლია აღმოჩენად მივიჩნიოთ გამოუცდელი პოლიტიკოსის, მაგრამ წარმატებული ბიზნესმენის, მილიარდერ მიხაილ პროხოროვის მიერ ნაჩვენები თითქმის 8%–იანი შედეგი. გასულ წელს მას მისივე დაარსებული პარტია მალევე დაეშალა. აქედან გამომდინარე ძნელადსავარაუდო გახლდათ, რომ ეს მემარჯვენე–ლიბერალური განწყობის მქონე, ალა პუგაჩოვასაგან ზურგგამაგრებული, ყველაზე მაღალი კანდიდატი “საპრიზო” მესამე ადგილს წაართმევდა რუსეთის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად ქცეულ, “უკვდავ” ვლადიმერ ვოლფოვიჩსა და სერგეი მირონოვს.

რისი თქმის საფუძველს გვაძლევს მარტის დასაწყისში გამართული ფედერალური კენჭისყრის შედეგები? განვაგრძოთ კითხვა ჩრდილოეთის არჩევანი: კვლავ იმავე გზით, პუ”წ”ინთან ერთად

ევროპა ეს არის…

თანამედროვე საქართველოში, გარკვეული საზოგადოებრივი ძალები, თითქმის ყოველღიურად, ცდილობენ, რომ ევროპა და დასავლური ღირებულებები სინამდვილისაგან განსხვავებულად წარმოგვიჩინონ. მათთვის ევროპა აღვირახსნილობამდე მისულ უპასუხისმგებლო დამოუკიდებლობასთან, მაფიოზთა უპირობო მმართველობასთან, წარსულის სრულ უგულვებელყოფასთან და ეროვნულ–სახემწიფოებრივი ფასეულობების არარსებობასთან, გაქრობასთან ასოცირდება. ამგვარად მოაზროვნეებს სურთ, რომ თავიანთი შეხედულებები ჩვენს გარემოში მყარად დამკვიდრდეს, მოსახლეობამ მათი ცნებები გაითავისოს. სამწუხაროდ, მათ მიზნის მიღწევა არ უჭირთ, რისი შედეგიცაა საქართველოს მოქალაქეთა ნაწილში ფესვგადგმული ანტიდასავლური თუ კვაზიევროპული, ცრუ წარმოდგენები.

მე არ ვეთანხმები ჩვენი შეცდომაში შეყვანის მსურველებს, რადგან ვფიქრობ, რომ  ე ვ რ ო პ ა  ე ს  ა რ ი ს  . . . .

. . . .  მრავალფეროვანი საზოგადოება, პლურალისტური პოლიტიკური სივრცე, გარემო, სადაც არსებობის, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ყველა იდეოლოგიისა თუ მსოფლხედვის ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებს, პარტიებს აქვთ. ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ ინდივიდებსა თუ ერთობებს კი, უმრავლესობს კანონიერი გადაწყვეტილების საფძველზე შეთანხმება შეუძლიათ. ასეთი საზოგადოება აყალიბებს სახელმწიფოს, სადაც მოვალეობაგათვითცნობიერებული, თავისუფალი და ღირსეული მოქალაქეები ცხოვრობენ, რომელთათვის საყოველთაო კონსენსუსის შედეგად ჩამოყალიბებული უზენაესი წესები ფაქტობრივად, მორალთანაა გათანაბრებული. ან ისინი გრძნობენ, რომ დამკვიდრებული კანონები უპირველესად, ადამიანთა დასჯის ნაცვლად, მათზე ზრუვისთვის, მათი კომფორტისთვის არის შექმნილი.

. . . .  ქვეყანათა თანამეგობრობა, რომელთაც კეთილდღეობა აერთიანებთ. აქ, დამოუკიდებელი მოქალაქეები ერთმანეთთან თანადგომის სურვილით არიან დაკავშირებულნი. მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა , მათი უფლებების დაცვის აუცილებლობა შეგნებული აქვთ პოლიტიკურ სტრუქტურებსა და უწყებებს. ამ მიზნით, ისინი ქმნიან საგანგებო ინსტიტუტებს. შედეგად, მიუხედავად სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა ნებისმიერს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალობისა, საკუთარი ჯანმრთველობის უზრუნველყოფისა, სიცოცხლის გადარჩენისა. ამასთანავე, არც ერთი ნიჭიერი ან მონდომებული ადამიანი არ რჩება უმაღლესი დონის, ხარისხიანი განათლების გარეშე. მთავარ პრიორიტეტს ჭეშმარიტების აკადემიური გზით ძიება, ცოდნის საზოგადოება და ამგვარად, გონივრულად გამარტივებული ცხოვრება წარმოადგენს, რომელიც განვითარების უმოკლესი და ყველაზე ეფექტური გზაა.

. . . . ბიზნეს–გარემო, სადაც მეწარმეს სათანადო შრომის, გარჯის და ცოდნის შემთხვევაში, შეუძლია ბაზარზე თავის მყარად დამკვიდრება, ეკონომიკური, ფინანსური წინსვლის მიღწევა, სხვათა პროტექციის, ქრთამის მიცემის, სახელისუფლებო წრეებთან დაახლოვების გარეშე. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ვითარდება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჰარმონიული, ორმხრივად სასარგებლო  ურთიერთობა.

. . . . ინფორმაციული საზოგადოება, სადაც ადამიანები ინტენსიურად იღებენ, ამომწურავ, სრულყოფილ, კომპეტენტურ და ობიექტურ ახალ ამბებს. მედია დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელია ან მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი, ყველა საშუალებას შორის მეტ–ნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული შესაძლებლოები. განვაგრძოთ კითხვა ევროპა ეს არის…

ერეკლე დეისაძე, ჰერმან ჰესე და მაია ასათიანის ღიმილი

რამდენიმე დღის წინ ერეკლე დეისაძე პროფილში იყო სტუმრად. ეკოს არაორდინალურმა ჩაცმულობამ, იმიჯმა, ლექსიკამ, მართალია მაია ასათიანი ცოტათი გააკვირვა, მაგრამ გადაცემას ეტყობოდა, რომ სადაც ოდესაღაც გია სურამელაშვილი აუტანია ამ მაგიურ, თეთრი სავარძლებით გაწყობილ სტუდიაში, სადაც მოხვედრა უკვე ნიშნავს პოპულარობის მოხვეჭას, ეკოს „გამოხტომებსაც“ მარტივად აიტანდა. თუმცა ეს განხილვის თემა საერთოდ არაა და ყურადღებაც ცოტა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო.

ამ გადაცემაში ბევრი რამ შეიძლება იპოვო და ამაზე რამდენიმესაათიანი დისკუსიაც მარტივად გააჩაღო, მაგრამ მე მაინც მაია ასათიანის სიცილს გამოვყოფ. მაიას მაგიური სიცილი კადრში მაშინ გამოჩნდა, როცა დეისაძე მღეროდა, უფრო სწორად, მუსიკის ფონზე უსტვენდა. საერთოდ, საიდუმლო სირობის ავტორის პროფილში სტუმრობა უკვე ნიშნავს სურვილს, რომ ავტორს სურს მეინსტრიმში საკუთარი ადგილი დაიკავოს და არც მეინსტრიმია მაინცდამაინც ამის წინააღმდეგი და ამაში ცუდიც არაფერია და პირიქით, ხშირად ასეც უნდა ხდებოდეს. მაგრამ ერთია მეინსტრიმში ადგილის დაკავება და მეორე მეინსტრიმს შეერთება, თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკიც შორს წაგვიყვანს და მოდით ისევ ძირითადს დავუბრუნდეთ.

ჰერმან ჰესეს ერთი მოთხრობა აქვს – „ევროპელი“. მოთხრობაში ჰესე ჰყვება ამბავს, რომელიც წარღვნის შემდეგ მოხდა, როცა კიდობანში მთელი გადარჩენილი „კაცობრიობა“ და „ფაუნა“ იყრის თავს. კიდობანზე არის მომენტი, როცა წყლის დაშრობამდე ადამიანები თავის გართობას ცდილობენ და ერთმანეთს საკუთარ შესაძლებლობებს უჩვენებენ. აქ გამოჩნდება ჩინელების მოხერხებულება სოფლის მეურნეობაში, მარჯვე ინდიელი მშვილდოსანი და ა.შ. მოკლედ, ყველას აქვს რაღაც საჩვენებელი, რასაც პრაქტიკული გამოყენება აქვს, ერთი ადამიანის გარდა. ეს ადამიანი ევროპელია, რომელიც აცხადებს, რომ მისი ღირსება ინტელექტია, რისი ჩვენებაც შეუძლებელია, განვაგრძოთ კითხვა ერეკლე დეისაძე, ჰერმან ჰესე და მაია ასათიანის ღიმილი